აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
ალექსი რობაქიძე
ალექსი რობაქიძე
(1907-1990)
ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის წევრ-კორესპონდენტი (1983).
ალ. რობაქიძე 1907 წელს თბილისში დაიბადა. 1943-1953 წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო, 1961 წ-დან კი, - კავკასიის ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი.
1958 წლიდან პარალელურად ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იკვლევდა სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის ტრადიციციულ ფორმებს, სოციალური გარდაქმნების პროცესს ქართველი ხალხის კულტურასა და ყოფაში, სპორტის ისტორიის საკითხებს, კავკასიის ხალხთა საზოგადოების ყოფის ისტორიულ და ქართველი ხალხის კავკასიელ სხვა ხალხებთან ეთგრაფიულ - კულტურულ ურთიერთობის პრობლემებს.
ძირითადი ნაშრომები:
- ჭიათურელ მაღაროთა ახალი ყოფა, 1952.
- ცხენბურთი: ქართული ნაციონალური სპორტის ერთი სახეობა, 1952.
- ქართული ხალხური სპორტის შესახებ, 1955.
- მეფუტკრეობის ისტორიისათვის, 1960.
- სვანეთის სოფელი ძველად, 1964.
- მთიულეთის სოფელი ძველად: ეთნოგრაფიული გამოკვლევა, 1965.
- ტრადიცია და ცხოვრების წესი, 1981.