ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილი

                                 ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილი
                                                      (1930-2012)

ქართველის ისტორიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992).
1952 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1954–1955 წწ-ში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში. შეისწავლა და გამოაქვეყნა თმოგვის ციხის მიდამოების სომხური ეპიგრაფიკული ძეგლები (1959). 1956–1990 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.
თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სომხური საისტორიო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შესავალი წერილითა და შენიშვნებითმხითარ გოშის „ალვანეთის ქრონიკა“ (1968), „დღიური“ (1979), იაკობ შემახელისთამაზ ყული-ხანის ლაშქრობანი“ (1978), აბრაჰამ ერევანცის „ომების ისტორია“ (1976). ეს ნაწარმოებები მოიცავს მდიდარ მასალას საქართველოს ისტორიის შესახებ. აქვს მხატვრული თარგმანიც.
1990–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. კითხულობდა საქართველოს ისტორიის კურსს (უძველესი დროიდან XIX -მდე). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით (1976).

ძირითადი ნაშრომები:
 
  • ქრონოგრაფიული ისტორია (მთარგმნელი), 1990;
  • Значение армянских источников ХVIII века для истории Грузии, 1985.