მიხეილ გეგეშიძე
პროფესორი

მიხეილ გეგეშიძე

                                      მიხეილ გეგეშიძე
                                            (1918-1982)

ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979).
1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1948 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში; 1949 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1951-1954 წწ-ში იყო . ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1954-1959 წწ-ში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1961-1966 წწ-ში - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე; 1966-1982 წწ-ში - ამავე ინსტიტუტის კონკრეტულ სოციოლოგიურ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი;
მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ზოგადად კულტურის ისტორიის კარდინალურ პრობლემებს (სამეურნეო ყოფა და კულტურა, თანამრდროვე ყოფა და კულტურა, ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, ეკოლოგიის კულტურულ-ისტორიული და სოციოლოგიური პრობლემები, კონკრეტული სოციოლოგიის საკითხები და სხვა); ქართულ ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით წარმოაჩინა ბორბლის წარმოშობისა და განვითარების შესაძლებელი გზა. უძველეს ხანაში ჩასახულ სარწყავ მიწათმოქმედებას დაუკავშირა კულტურულ მცენარეთა მრავალგვარობა საქართველოში; დაამუშავა ეთნიკური კულტურების დაახლოებისა და ურთიერთგამდიდრების პრობლემა; თანამედროვეობაში ეთნიკური ტრადიციების გონივრული გამოყენების მიზნით, გამოავლინა მათი ბუნება, სტრუქტურა და ფუნქციები, შეისწავლა მათი სტაბილურობა და ფუნქციები, ტრანსფორმაციის საკითხები; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ისტორიული სურათის ფონზე წამოჭრა თანამედროვე ეკოლოგიის საკითხები, პირველმა ქართველ მეცნიერთა შორის გამოავლინა კონკრეტულ-სოციოლოგიურ კვლევათა მეთოდები საქართველოს მთის რეგიონთა სოციალური განვითარების პრობლემათა შესასწავლად.

ძირითადი ნაშრომები: