ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ირაკლი სურგულაძე
ირაკლი სურგულაძე
(1936-2003)
ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1993). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თსუ ეთნოგრაფიის კათედრაზე; კითხულობდა ლექციებს ქართველთა სარწმუნოების ისტორიის შესახებ, პერიოდულად თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში საქრთველოს ეთნოგრაფიის განყოფილებაში; 1981 წლიდან ისტორიისა და ეთნოლოოგის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში; ხელმძღვნელობდა განყოფილების თეორიულ სემინარს, შემდეგ კი განყოფილებას; იყო ჟინვალის, კახეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის ეთნოგრაფიული ექსპედიციების ხელმძღვანელი; წლების მანძილზე თანამშრომლობდა ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან; იყო ისტორიის რედაქციასთან არსებული ეთნოგრაფიის, სამეცნიერო საბჭოს კონსულტანტი, შემდეგ კი თავმჯდომარე; მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, მითოსი, რიტუალი, უძველესი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები; ი. სურგულაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, ავტორი; მისი შრომები იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი ქართულ ენციკლოპედიაში, ბულგარეთის ენციკლოპედიაში და მსოფლიოს ხალხთა მითების ენციკლოპედიაში; არის მხატვრული თარგმანების ავტორი, მის მიერ თარგმნილია თომას მანის ნაწარმოებები (ზ. ჩხენკელთან, ნ. გოგოლაშვილთან ერთად), ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები, ბორის პასტერნაკის, იოსიფ ბროდსკის ლექსები. იყო საკანდიდატო და სადქოტორო ნაშრომების ხელმძღვანელი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა."
ძირითადი ნაშრომები:
- ტყავის სიმბოლიკა და ტყაოსნის მითოლოგემა ქართულ მითოსში, 2010 (ავტორი).
- ნადირობის თემა ქართულ მითორელიგიურ სისტემაში (ავტორი), 2004.
- მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში (ავტორი), 2003.
- მატერიალური და სულიერი წარმართობასა და ქრისტიანობაში (წინაწამძღვრების რიტუალი) (ავტორი), 2000.
- ერთი საქორწილო წესის მითოსური და სოციალური ბუნებისათვის : "მეფის განადირების" ანალიზის ცდა (ავტორი), 1989.
- სივრცობრივი ასპექტები ქართველთა რელიგიურ და მითოსურ წარმოდგენებში (ავტორი), 1987.
- ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა (ავტორი), 1986.
- ზოომორფული სიმბოლიკის შესწავლისათვის : ირემი-ლომი, ცხოველთა გამოსახულებანი ქართულ ხალხურ სახვით ხელოვნებაში (ავტორი), 1983.
- Святой Георгий в грузинских религиозных верованиях : Доклад : IV Междунар. симпоз. по груз. искусству (ავტორი), 1983
- არქაული ელემენტები ქართულ ხალხურ დღესასწაულებში (ავტორი), 1981.
- ქართველთა აგრარული რწმენა-წარმოდგენების ისტორიიდან : მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებები (ავტორი), 1978.
- ანთროპომორფული გამოსახულებანი ქართულ ხალხურ ორნამენტში : ადამიანის სახის გამოსახულებანი ქართულ დეკორატიულ და საწესო მხატვრობაში (ავტორი), 1976.
- ქართული საახალწლო ჩიჩილაკი (ავტორი), 1974
- ქართული ხალხური ორნამენტის სემანტიკის ზოგიერთი საკითხისათვის (ავტორი), 1966.
- მთა-თუშეთის ციხე-ნაგებობათა ორნამენტები (ავტორი), 1966.
- "წერა" ცნების გაგებისათვის (ავტორი), 1972.