მამია დუმბაძე
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

მამია დუმბაძე

                             მამია დუმბაძე
                               (1915-1990)

ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959). პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1980-1990). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1974).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1958-1989 წწ. იყო საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგე; იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ხანის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული ისტორიის საკითხებს; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და კოლექტიური გამოკვლევების - "თბილისის ისტორიის", საქართველოს ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელოს (ქართ. და რუს. ენებზე) თანაავტორი, აგრეთვე "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის რედკოლეგიის წევრი.

ძირითადი ნაშრომები: