ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
რევაზ კიკნაძე
რევაზ კიკნაძე
(1923-1989)
ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
1946-51 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით დაამთავრა; 1951-54 წწ. - თსუ ასპირანტურაში მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით, ხოლო 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ჰულაგუიდთა სახელმწიფოში“. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1961-63 წლებში რ. კიკნაძე ასრულებდა მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის განყოფილების გამგის მოვალეობას, ხოლო 1969-1989 წწ-ში ხელმძღვანელობდა საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილებას. ამ თანამდებობაზე მის ყოფნას უკავშირდება წყაროთმცოდნეობის მეცნიერების თვალსაჩინო წარმატებები. ამ ხნის განმავლობაში რ. კიკნაძე იყო დარგში ჩატარებული ყველა ღონისძიების ინიციატორი, ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი. შექმნა ასამდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, რვა მონოგრაფია.
რ. კიკნაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერიის რედაქტორის მოადგილე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროთა კომისიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიული კომისიის თავმჯდომარეების მოადგილე.
ძირითდი ნაშრომები:
- ულუღბეგი, 1968.
- ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ,1974.
- „სამყაროს საკვირველებათა“ ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1978.
- ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, 1987.