დადეშქელიანთა რეზიდენციები - ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები
2024

დადეშქელიანთა რეზიდენციები - ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები

18.12


ავტორები:
როზეტა გუჯეჯიანი
ქეთევან ხუციშვილი

 
ნაშრომი შესრულებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო კონკურსის: "კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა" ფარგლებში და ეძღვნება სვანეთის გამორჩეული ფეოდალური საგვარეულოს - დადეშქელიანების ღვაწლს საქართველოს ისტორიასა და ქართული კულტურის განვითარებაში. მასში წარმოჩენილია დადეშქელიანთა სამთავრო სახლის მოკლე ისტორია და დადეშქელიანთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენლის კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული ღვაწლი. შესწავლილია რეზიდენციათა შესახებ არსებული საისტორიო მონაცემები და გამოვლენილია თანამედროვე ვითარება. დადეშქელიანთა რეზიდენციები ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მათი დაცვა გრძელვადიანი პერსპექტივით ხედვას საჭროებს.