ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორია
2016

ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორია

03.02

ქუთაისის საეპისკოპოსო საქართველოს სამოცი­ქულო ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარ­ქიაა, თავისი მდიდარი წარსულით. ქუთაისის საეპისკოპოსოს თავისი სამწყსოს ტერიტო­რი­ითა და მნიშვნელობით საუკუნეთა განმავლობაში გამორჩეული ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიის ეპარქიებს შორის. ქუთათელ ეპისკოპოსსა და მის ეპარ­ქიას განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილი ეკავა გვიანი შუა საუკუნეების დასავლეთ საქართვე­ლოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

წინამდებარე ნაშრომი ამ ეპარქიის ისტორიის მონოგრაფიული შესწავლის პირველი ცდაა. ვფიქრობთ, აღნიშნული გამოცემა თავის წვლილს შეიტანს საქარ­თველოს სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსოების ისტორიის კვლევა-ძიების საქმეში.