ქუთაისის საეპისკოპოსო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიაა, თავისი მდიდარი წარსულით. ქუთაისის საეპისკოპოსოს თავისი სამწყსოს ტერიტორიითა და მნიშვნელობით საუკუნეთა განმავლობაში გამორჩეული ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიის ეპარქიებს შორის. ქუთათელ ეპისკოპოსსა და მის ეპარქიას განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილი ეკავა გვიანი შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
წინამდებარე ნაშრომი ამ ეპარქიის ისტორიის მონოგრაფიული შესწავლის პირველი ცდაა. ვფიქრობთ, აღნიშნული გამოცემა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსოების ისტორიის კვლევა-ძიების საქმეში.