საქართველო III-V საუკუნეებში. ხოსროვანთა  სამეფო სახლის ისტორია 
2018

საქართველო III-V საუკუნეებში. ხოსროვანთა  სამეფო სახლის ისტორია 

09.11


ავტორი
მარიამ ჩხარტიშვილი

წიგნი მიზნად ისახავს ხოსროვანების ოჯახის ისტორიის აღწერას. ნაშრომში ახლებურადაა გააზრებული ადრე დადგენილად მიჩნეული არაერთი ფაქტი.
ხოსროვანები წარმოადგენდნენ ქართულ სამეფო დინასტიას III-V საუკუნეებში. ამ დინასტიის როლი საქართველოს ისტორიაში და ქართული იდენტობის დადგენაში სრულიად განსაკუთრებულია: დინასტიის ფუძემდებელს, მეფე მირიანს, უკავშირდება ქრისტიანობის ქართული სახელმწიფოს ოფიციალურ იდეოლოგიად აღიარება IV საუკუნის ოცდაათიან (ზოგი თვალსაზრისით, ოციან) წლებში; ამ ფაქტით ბიძგმიცემული კულტურული ტრანსფორმაციის ხანგრძლივი პროცესის მესვეურნიც ხოსროვანები და მათი მემკვიდრეები იყვნენ.