ევრაზიული ქვეყანა საქართველო XIV საუკუნეში (მონღოლური ერა და მისი დასასრული)
2013

ევრაზიული ქვეყანა საქართველო XIV საუკუნეში (მონღოლური ერა და მისი დასასრული)

20.02

2013 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი ვაჟა კიკნაძის წიგნის: "ევრაზიული ქვეყანა საქართველო XIV საუკუნეში (მონღოლური ერა და მისი დასასრული)"  "The Eurasian State of Georgia in the Fourteenth Century" (The Mongol Era and Its End) პრეზენტაცია. წინასიტყვაობის ავტორია: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ლ. ქავთარაძე.
წიგნი 2013 წელს, ქვინსტონში, ინგლისურ ენაზე გამოსცა პრესტიჟულმა გამომცემლობამ: "ედვინ მელენ პრეს" (Edwin Mellen Press). 

წიგნში განხილულია საქართველოს ისტორია მე-13 საუკუნის მიწურულიდან მე-14 საუკუნის ბოლომდე. ნაშრომი წარმოადგენს ყველაზე უფრო სრულ მეცნიერულ გამოკვლევას ამ ეპოქის შესახებ. მონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა გიორგი V ბრწყინვალის მეფობის წლებს (1318-1346). კერძოდ, მონღოლთა უღლის დასასრულისა და საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პერიპეტიებს. ასევე, წიგნში მაქსიმალურად სრულადაა წარმოდგენილი მე-14 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნუმიზმატიკური და კულტურული ვითარება. მონოგრაფიაში ცალკე თავი ეძღვნება მე-14 საუკუნის ანონიმი ავტორის, ე. წ. ჟამთააღმწერლის ვინაობის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ წიგნმა დაიმსახურა გამომცემლობის მიერ დაწესებული - ადელ მელენის (Adé le Mellen) სახელობის პრიზი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.