19.06.2026

კავკასიის ანთროპოლოგიური კვლევების ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

თსუ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართება ინტერდისციპლინარული კონფერენცია - კავკასიის უძველესი და თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგია,“  რომელიც ეძღვნება აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიოლოგიური ანთროპოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 26–28 ნოემბერს.

ღონისძიების მიზანია: საერთაშორისო აკადემიური დიალოგის ხელშეწყობა; თანამედროვე ისტორიული, ბიოარქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში; სხვადასხვა სფეროს მეცნიერებისა და მკვლევრების გაერთიანება და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ძირითადი თემატური მიმართულებებია:
  • ფიზიკური ანთროპოლოგია;
  • თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები ბიოარქეოლოგიაში;
  • ბიოარქეოლოგია, ინტერდისციპლინარული კვლევები არქეოლოგიაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • თეზისიარაუმეტეს 350 სიტყვისა; (შრიფტი Sylfaen ქართულისათვის, New Times Roman ინგლისურისათვის);
  • მინიმუმ 5 საკვანძო სიტყვა.

წარმოდგენილი ნაშრომები შემოწმდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დასაშვები ნორმების შესაბამისად.

კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. მონაწილეებმა განაცხადში უნდა მიუთითონ დასწრების სასურველი ფორმატი (დასწრებით ან ონლაინ).

შემოსულიეზისები განიხილება კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის მიერ და შეირჩევა თემატური შესაბამისობისა და აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
ნაშრომების მიღების საბოლოო ვადა - 30 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მეილზე: anthropologyconf@gmail.com
რეგისტრაციისათვის გადადით ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1xyxY05tR6Tjq7AZO1QA20Wd9v2L66pG_dmyspQ6crYM/edit