თინა ენუქიძე
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

თინა ენუქიძე

                                     თინა ენუქიძე
                                       (1922-1988)

ქართველი ისტორიკოსი. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1958 წწ. იყო აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1959-1968 წწ. მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1968-1988 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ვახტანგ VI, სამართლის წიგნი (უძველესი ნუსხა)“, დაიცვა 1953 წელს.

ძირითადი ნაშრომები:
  • ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, უძველესი ნუსხა (ტექსტი, გამოკვლევა, საძიებლები), 1955.
  • მასალები ქართლის სამეფოს სამდივანბეგო სასამართლოს ისტორიისათვის (1755-1760 წწ.), 1964.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია (ტექსტი, გამოკვლევა, საძიებლები), 1972.
  • ტბეთის სულთა მატიანე, 1977.
  • ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის (. კოკოჩაშვილთან თანაავტორობით), 1981.
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, (I), IX-XIII სს. (თანაავტორი), 1984.
  • იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა (თანაავტოროი), 1986.
  • იოანე ბაგრატიონი,  საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი (თანაავტოროი), 1986.