ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
თინა ენუქიძე
თინა ენუქიძე
(1922-1988)
ქართველი ისტორიკოსი. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1958 წწ. იყო აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1959-1968 წწ. მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1968-1988 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ვახტანგ VI, სამართლის წიგნი (უძველესი ნუსხა)“, დაიცვა 1953 წელს.
ძირითადი ნაშრომები:
- ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, უძველესი ნუსხა (ტექსტი, გამოკვლევა, საძიებლები), 1955.
- მასალები ქართლის სამეფოს სამდივანბეგო სასამართლოს ისტორიისათვის (1755-1760 წწ.), 1964.
- თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია (ტექსტი, გამოკვლევა, საძიებლები), 1972.
- ტბეთის სულთა მატიანე, 1977.
- ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის (ვ. კოკოჩაშვილთან თანაავტორობით), 1981.
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, (I), IX-XIII სს. (თანაავტორი), 1984.
- იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა (თანაავტოროი), 1986.
- იოანე ბაგრატიონი, საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი (თანაავტოროი), 1986.