ჯულიეტა რუხაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჯულიეტა რუხაძე

                                ჯულიეტა რუხაძე
                                      (1921-2012)

ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983). 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1942-1945 წწ-ში მუშაობდა მასწავლებლად; 1945 წელს გიორგი ჩიტაიას რეკომენდაციით ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდასადაც მეცნიერის ყველა საფეხური გაიარა უმცრ. მეცნიერი თანამშრომლიდან განყოფილების გამგემდე.
მისი მეცნიერული კვლევის თვალსაწიერი ფართო და მრავალმხრივი იყოგანუსაზღვრელია მისი როლი, როგორც ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის საკითხებზე მომუშავე მეცნიერისა; ქართველი ხალხის, კერძოდ დასავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო ყოფის ისტორიას მან მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევახალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში,“ ეს გამოკვლევა გაფართოების შემდეგ მის სადოქტორო დისერტაციად იქცათანაბარი სიღრმით სწავლობდა ქართველი ხალხის ტრადიციებს, ხალხურ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, როგორც სულიერი და მატერიალური კულტურის, ისე სამეურნეო ყოფისა და სოციალურ ურთიერთობათა სფეროში; მისი ინტერესი მთლიან საქართველოს მოიცავდა: აღმოსავლეთსა და დასავლეთს, მთასა და ბარსთავისი სამეცნიერო-პოპულარული წიგნებით ის ცდილობდა ქართული ეთნიკური კულტურის, ტრადიციისა და ყოფის თავიესბურებანი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ცნობილი გაეხადაის 10-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორიამისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა საველე ეთნოგრაფიული მასალები 11 წიგნადდაბეჭდილი აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზეის იყო ერთ-ერთი ინიციატორი აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხუთტომეულის გამოცემისამისი დამსახურებაცაა დიდი ივანე ჯავახიშვილის კითხვარითა და ინიციატივით XX საუკუნის 30-იან წლებში შეგროვილი საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის მასალების ჯერ გადარჩენა და შემდეგ რვა წიგნად გამოცემა; ჯულიეტა რუხაძე ამ მნიშვნელოვანი გამოცემის ორი ტომის რედაქტორიარომ არა ის, ალბათ დღესაც არ გვექნებოდა დაბეჭდილი ალექსი ოჩიაურის უნიკალური ეთნოგრაფიული ჩანაწერების ორი ტომი; მასვე ეკუთვნის პროფესორ ვერა ბარდაველიძის მიერ შედგენილი ქართველი ხალხის სულიერი ყოფისა და კულტურის ვრცელი პროგრამა-კითვარის გამოცემა, რომლითაც ეთნოგრაფთა მთელი თაობები სარგებლობდნენ; წინა თაობის ეთნოლოგებისადმი დიდი ყურადღების დამადასტურებელია ჯულიეტა რუხაძის მიერ ვერა ბარდაველიძის ნაშრომის - „ივრის ფშაველები“ - ცალკე წიგნად გამოცემა, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა.
სადოქტორო დისერტაციის თემა: „ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში.“

ძირითადი ნაშრომები: