აკადემიკოსი
ანდრია აფაქიძე
ანდრია აფაქიძე
(1914-2005)
ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1967-). აკადემიკოსი (1983-). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-2002). მიღებული აქვს: ს. ჯანაშიას სახელობის პრემია (1964). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1982). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული8 მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1937). 1943-1952 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1952-1972 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1980-1987 წწ. საქართველოს მეცმიერებათა აკდემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან მის მიერ დაარსებული გ. ნიორაძის სახელობის მცხეთის არქეოლოგიის ინსიტუტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი. მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974 წწ. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975 წლიდან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
ძირითადი ნაშრომები:
- მცხეთის წარჩინებულთა განსასვენებელი ახ. წ. III საუკუნის აკლდამა ტ. 11 (თანაავტორი), 1991.
- რუსულ-ქართული არქეოლოგიური ლექსიკონი= Русско-грузинский археологический словарь (შემდგენელი), 1980.
- დიდი პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში. ტ. 2 (ავტორი), 1978.
- საქართველოს საბჭოთა არქეოლოგიის უმნიშვნელოვანესი წარმატებები (ავტორი), 1973.
- ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (ავტორი), 1963.
- ბაგინეთი - არმაზციხე (შემდგენელი), 1961.
- საქართველოს არქეოლოგია (თანაავტორი), 1959.
- მცხეთა-ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი (ავტორი), 1959.
- საქართველოს უძველესი კულტურა ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენათა შუქზე : თბილისში წაკითხული ლექციების სტენოგრამა (ავტორი), 1956.
- მცხეთა - არქეოლოგიური კვლევა - ძიების შედეგები (თანაავტორი), 1955.
- არქეოლოგიური მასალები მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ექსპოზიციაში (ავტორი), 1955.