ანდრია აფაქიძე
აკადემიკოსი

ანდრია აფაქიძე

                              ანდრია აფაქიძე
                                 (1914-2005)

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1967-). აკადემიკოსი (1983-). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-2002). მიღებული აქვს: ს. ჯანაშიას სახელობის პრემია (1964). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1982). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული8 მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1937). 1943-1952 წწსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის . ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1952-1972 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1980-1987 წწ. საქართველოს მეცმიერებათა აკდემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან მის მიერ დაარსებული . ნიორაძის სახელობის მცხეთის არქეოლოგიის ინსიტუტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველიმუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974 წწხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975 წლიდან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ძირითადი ნაშრომები: